შპს "კედარის" ქაბაბში ათოგენური მიკროორგანიზმი აღმოჩნდა
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა მონიტორინგის განხორციელების პროცესში,ამოიღეს და გამოკვლიეს ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს "კედარის" (გამოშვების თარიღი 04.10.2014) წარმოებული გაყინული ქაბაბი, რომელშიც ათოგენური მიკროორგანიზმი "ლისტერია მონოციტოგენეზი" აღმოჩნდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დააჯარიმა და შპს "კედარს" 4 ოქტომბერს წარმოებული პროდუქციის ქსელიდან ამოღება დაევალა. "ლისტერია მონოციტოგენეზი" პათოგენური მიკროორგანიზმია, რომელიც ძალიან საშიშია ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. სურსათის ეროვნული სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად აფრთხილებს მოსახლეობას, თუკი ვინმეს ნაყიდი აქვს შპს "კედარის" წარმოების ხორცის ნახევარფაბრიკატები (გაყინული ქაბაბი - გამოშვების თარიღით 04.10.2014) არ გამოიყენოს საკვებად და შეატყობინოს სააგენტოს აღნიშნულის პროდუქციის რეალიზაციის აღმოჩენის შემთხვევაში.
| Print |
FaceBook Twitter Google