კახა ჯამბურია მევენახეებს შეხვდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ სარალიძე "სანერგე მეურნეობის" მევენახეებს შეხვდნენ. მევენახეები ადგილობრივი ხელმძღვანელობისაგან ვენახების დაკანონებაში დახმარებას ითხოვენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მევენახეებს სახელმწიფო სტრუქტურებთან შუამდგომლობას და პრობლემის მოგვარებაში დახმარებას დაპირდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google