მოსწავლეთა სპარტაკიადის ფარგლებში "პაპას ბაღში" ხუთ წონით კატეგორიაში მკლავჭიდში შეჯიბრი გაიმართა.
"სპარტაკიადაში საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ასაკი შეუზღუდავი იყო. შეჯიბრმა დაძაბულად და საინტერესოდ ჩაიარა. ტურნირის ჩატარებაში ზვიად შანყულაშვილი დაგვეხმარა, რომელსაც მკლავჭიდის წრე აქვს გახსნილი. გამოვლინდა ხუთი გამარჯვებული, რომლებიც დიპლომებით, მედლებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ." -აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მთავარმა სპეციალისტმა სპორტსა და ახლგაზრდულ საქმეებში იზა თერგიაშვილმა.
ტურნირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ხელშეწყობით ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები