წინანდალში "ალექსანდრეობა" აღნიშნეს
14 ნოემბერს, წინანდალში ტრადიციული სახალხო დღესასწაული "ალექსანდრეობა" აღინიშნა. გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება. ღვინის კონკურსში წარმოდგენილი იყო ტრადიციული, კახური ოჯახური ღვინოები თელავის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლიდან. სომელიებისგან შემდგარმა ჟიურიმ საუკეთესო ღვინოები გამოავლინა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ ღვინის მფლობელებს ფულადი ჯილდო და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა. მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშებისა და წინანდლელი მხატვრების გამოფენა. დღესასწაული საზეიმო კონცერტით დასრულდა, რომელში მონაწილეობა სხვა შემსრულებლებთან ერთად ანსამბლმა "წინანდალმა" და თელავის ქალთა კაპელამ მიიღეს. პედაგოგებს - მარუსია ჭავჭავაძეს, ირაკლი კალანდიას, ეთერ კოპეშაძეს, ინჟინერ-მექანიკოსს - გურამ მატუაშვილს და მხატვარ შალვა მატუაშვილს საპატიო წინანდლელის წოდება მიენიჭათ.
| Print |
FaceBook Twitter Google