80 000 ლარი თელავის სპორტული კომლექსის ფასადის რეაბილიტაციისთვის
თელავში მირიან ცალქალამანიძის ჭიდაობის სპორტული სკოლის ფასადს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. თელავის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შედეგად შენობა მეტად თბოეფექტური გახდა. სპორტულ კომპლექსში სხვადასხვა ასაკის ძიუდოისტები ვარჯიშობენ. რეაბილიტაციაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და ნოემბერში დასრულდა.
| Print |
FaceBook Twitter Google