გურჯაანის მუნიციპალიტეტში 59 მეათეკლასელი დააჯილდოეს
ყვარელში კახეთის საჯარო სკოლის წარმატებული მეათეკლასელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ესწრებოდა. იმ მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური წარმატებით გაიარეს, კომპიუტერები გადაეცათ. როგორც speqtri.ge-ს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსენტრში განუცხადეს, გურჯაანის საჯარო სკოლებიდან სულ 59 მოსწავლე დააჯილდოეს, აქედან ყველაზე მეტი, 9 ახალგაზრდა ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეა.
| Print |
FaceBook Twitter Google