სიგარეტსა და ალკოჰოლზე აქციზი იზრდება
საქართველოს მთავრობამ სიგარეტსა და ალკოჰოლზე ახალი განაკვეთები განიხილა. შესაბამისი პროექტი მთავრობის სხდომაზე განიხილეს და აქციზის განაკვეთები დაადგინეს. პროქტი 2016 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში. მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, კანონპროექტის მიღების მიზანია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაცია. 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდა დაგეგმილია: ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით; სიგარებზე ერთ ღერზე და სიგარალებზე 20 ღერზე - 0.4 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი იზრდება 5 დან 10 პროცენტამდე. ასევე 2016 წლის 1 იანვრიდან ვისკიზე, რომზე და ტაფიაზე, ჯინისა და ღვინის ნაყენზე აქციზის განაკვეთის 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა, ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალ ალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთი გაიზრდება - 10 ლარამდე. მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გაეგზავნება. სიგარეტზე აქციზის ზრდას საქართველოს ხელისუსფლებას ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები აკისრებს.
| Print |
FaceBook Twitter Google