როდის იმსჯელებს სასამართლო გიორგი ღვინიაშვილის ცემის ფაქტზე
თელავის რაიონულ სასამართლოში გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესი ხვალ სამი საათისთვის არის ჩანიშნული. ბრალდებული გიორგი ჭანყოშვილია, რომელმაც დეპუტატს, 14 სექტემბერს, გურჯაანში, მევენახეების აქციაზე დეპუტატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მის წინააღმდეგ ძიება სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google