პოლონეთის ქალაქ ლოძში ძალისმიერ
სამჭიდში საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატში მონაწილეობა კარდენახელმა
სპორტსმენმა სპარტაკ დოლენჯაშვილმა მიიღო. მან ერთი ოქროს და ერთი
ვერცხლის მედალი მოიპოვა.
- "ჩემპიონატი 11 და 12
დეკემბერს ჩატარდა ბენჩპრესსა და დედლიფტში. მონაწილეობა
მივიღე ბენჩპრესში, ორ
სხვადახვა სახეობაში. 195 კილო ავწიე. 11 დეკემბერს ვერცხლი მოვიპოვე, 12-ში კი ოქრო,
გახარებული დავბრუნდი სამშობლოში."- აღნიშნა სპორტსმენმა
speqtri.ge-სთან.
ის სხვა წარმატებებზეც
გვესაუბრა.
- "გასულ წელს უკრაინაში,
ევროპის ჩემპიონატზე, ორი ოქრო ავიღე, ოსტატის წოდება მაქვს
18-19 წლამდე. რეკორდი მოვხსენი, 19 წლის ვიყავი და 180 კილო ავწიე.
მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა წავსულიყავი მაისში, მაგრამ ტრავმის გამო
ვერ მოვახერხე. 2014 წელს საქართველოს ჩემპიონატი და ირან-საქართველოს
ტურნირი მოვიგე, აგვისტოში კი შავი ზღვის თასი
ავიღე."
მასალის გამოყენების პირობები