ლაშა ტალახაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიენიჭება
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ჰიუსტონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მძიმეწონოსან რუს სპორტსმენს ალეკსეი ლოვჩევს, რომელიც მსოფლიო ჩემპოიონი გახდა, ოქროს მედალი და ტიტული ჩამოერთვა.
რუსი სპორტსმენი დოპინგზე ჩავარდა და შესაბამისად, ოქროს მედალი საქართველოს ნაკრების წევრს - ლაშა ტალახაძეს გადაეცემა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მე-2 ადგილი დაიკავა.

ქართველი ძალოსანი მსოფლიოს ჩემპიონია! მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე ჰიუსტონში ვიცე-ჩემპიონი გახდა - ჯამში 454 კილო (ატაცი 207+აკვრა 247) დაძლია და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ძალოსნობაში ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი ბოლოს ნაკრების მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე იყო, რომელიც  ტიტულს 2001 წელს დაეუფლა.

| Print |
FaceBook Twitter Google