ზაზა ფაჩულია "ოლ სტარში" ვერ ითამაშებს
NBA ALL STAR-ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მონაწილეთა ვინაობა უკვე ცნობილია.
მატჩზე მოხვედრის შანსი პირველად ჰქონდა ზაზა ფაჩულიას, რომელსაც მიზნამდე 14 228 ხმა დააკლდა - 768,112 ხმით ფაჩულია მეოთხე ადგილზე გავიდა.

დასავლეთის წინახაზელთა სამეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:

კობი ბრაიანტი - 1,891,614;

კევინ დურანტი - 980,787;

კავაი ლეონარდი - 782,339.

აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების მატჩი კანადაში, ტორონტოში 14 თებერვალს ჩატარდება.



| Print |
FaceBook Twitter Google