გადავიდა თუ არა რეგიონების სასწრაფო საგანგებო რეჟიმზე
speqtri.ge დაინტერესდა, როგორ მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები რეგიონებში.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული სამსახური მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ თბილისში გამოცხადდა.

მათივე ცნობით, გასულ წელთან შედარებით გამოძახების რიცხვი მნიშვნელოვნად არ გარზდილა და პაციენტებთან მისვლა ყველა ბრიგადამ დროულად შეძლო.

როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, თუკი გამოძახების რიცხვი მოიმატებს, შესაბამის ზომებს მიიღებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google