რისთვის ყიდულობს ახმეტის გამგეობა ვერტმფრენის მომსახურებას
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ვერტმფრენის მომსახურების შესყიდვაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული ვალდებულია ახმეტა-თუშეთი-ახმეტის მიმართულებით ფრენები ერთი წლის განმავლობაში განახორციელოს.

- "მომსახურება თუშეთში მაცხოვრებლებმა მოითხოვეს, იქ 25 ადამიანია დარჩენილი.  ტენდერი 70 000 ლარზე გამოცხადდა, გამარჯვებული ვალდებულია თუშეთის მიმართულებით 1 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის საფუძველზე 9 საათი იფრინოს."- აღნიშნა speqtri.ge-სთან ახმეტის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა დავით აბულაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ მომსახურებას ახმეტის გამგეობა 2008  წლიდან ყიდულობს.
| Print |
FaceBook Twitter Google