ნაფარეულის ბაგა-ბაღი თებერვალში გაიხსნება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის ბაგა-ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია დასრულდა.
" ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში წლების განმავლობაში ბაღი არ ფუნქციონირებდა და შენობა მითვისებული ჰქონდა კერძო პიროვნებას.ამ დროისთვის ბაგა-ბაღს ჩაუტარდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია, სამომავლოდ ეტაპობრივად ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.აღსანიშნავია,რომ ნაფარეულში გვყავს 100 სკოლამდელი ასაკის ბავშვი,რომლებსაც აუცილებლად შევუქმნით იმ პირობებს,რაც საჭიროა ბავშის აღზრდა-განვითარებისათვის"- აღნიშნა ა(აიპ) ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა გიორგი კოჭლოშვილმა.

ნაფარეულის ბაგა-ბაღი თებერვალში გაიხსნება.
| Print |
FaceBook Twitter Google