რას ამბობს კალაძე თელავში გაზის ტარიფის გაზრდაზე
ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ თელავში გაზის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"ეს არის 2008-2009 წლებში მიღებული გადაწყვეტილება სოციალური სეგმენტის ნაწილობრივი დერეგულირების მიზნით. ეს მიზანმიმართულად გაკეთდა წინა ხელისუფლების დროს, რათა წახალისება მომხდარიყო გაზიფიცირების სამუშაოების, განსაკუთრებით რეგიონებისთვის. იმ მიზნით, რომ არა მხოლოდ კომპანია სოკარს და სახელმწიფოს ეწარმოებინა სამუშაოები, არამედ ჯერძო კომპანიებსაც, ვისაც ამისი სურვილი ჰქონდა. ამაში ვერც სახელმწიფო და ვერც მარეგულირებელი კომისია ვერ ჩაერევა, რადგან ეს დერეგულირებული სეგმენტია. პრობლემა არა მარტო კახეთში, არამედ სხვადასხვა რეგიონებშიცაა. მაგალითად თბილისში, მუხიანის დასახლებაში ორი ლიცენზიანტი კომპანიაა. აბონენტების ერთ ნაწილს აქვს უფრო დაბალი ფასი, მეორეს მაღალი. ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა. ვმუშაობთ, რომ ტარიფების გამოთანაბრება მოვახდინოთ, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ერთნაირი ტარიფი ჰქონდეს ."- აღნიშნა მინისტრმა გურჯაანში კოალიციის ყრილობაზე ყოფნისას

| Print |
FaceBook Twitter Google