გურჯაანის გამგეობის პრესსამსახურმა რ2-ს ქარტიაში უჩივლა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გურჯაანის მუნიციპალიტეტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ზვიად ბიაშვილის საჩივარს განიხილავს.
სხდომა 27 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.

საჩივარი 4 დეკემბერს დარეგისტრირდა.

განმცხადებლის აზრით, რ2-ის ჟურნაისტის ეკა გაგუას მიერ მომზადებულ მასალაში "გურჯაანის მუნიციპალიტეტი-ფინანსური დარღვევები და მილიონობით გაფლანგული ლარი" დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი – ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

სიუჟეტში საუბარია  სახელმწიფო აუდიტის მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგებზე, რომელიც 2013–2014 წლებს მოიცავს.

speqtri.ge ზვიად ბიაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით,  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებამდე კომენტარისაგან თავს შეიკავებს.


| Print |
FaceBook Twitter Google