"ჩემი მეგობრები-ჩემი გარემოცვა" [VIDEO]
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს.  ეს  დღე 2006 წელს დაწესდა.  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეის ინიციატივით კი 2011 წლიდან საერთაშორიო დღედ აღინიშნება.

2013 წლიდან დამკვიდრდა "უთვალავი წინდის"  ტრადიცია, რომლის მიზანიც საზოგადოების მხრიდან სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

საქართველო ამ თარიღს უკვე უკვე მეხუთედ უერთდება. 2012 წელს ეს დღე განათლების უფლებას, 2013 წელს შრომის უფლებას, 2014- სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების საჭიროებებს, უფლებებსა და მათზე წვდომას მიეძღვნა. 2015 წლის სლოგანი იყო "მე ვირჩევ თანასწორობას, დაცულ უფლებებს და ოჯახის თანადგომას".

წელს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის სლოგანია "ჩემი მეგობრები – ჩემი გარემოცვა."

დაუნის სინდრომის შემთხვევაში,  ნაცვლად ორი ქრომოსომისა, 21-ე წყვილში  გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა. (ანუ ჯამში 47 ქრომოსომაა).  21 მარტი დაუნის სინდრომის თარიღად სიმბოლურად ამიტომ არის შერჩეული. 
| Print |
FaceBook Twitter Google