თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის
დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თურქეთიდან
საქართველოში შემოსვლისას, ბუქარესტის ინტერპოლის მიერ 2016 წლიდან
საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1968
წელს დაბადებული ვ. ა. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ვ. ა.-ს ბრალი ედება რუმინეთის საბაჟო კოდექსის
272-ე და 273-ე მუხლებით, ასევე, რუმინეთის სისხლის სამართლის
კოდექსის 289-ე და 290-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენისათვის, რაც კრიმინალური ორგანიზაციის ან საზოგადოების
წევრობას, საქონლის კონტრაბანდას, საქონლის წარდგენისას ყალბი
დოკუმენტების გამოყენებას, საქონლის გაყალბებას, ფულის გათეთრებას და
კერძო წერილობითი ფორმით არსებული ხელშეკრულების გაყალბებას
გულისხმობს.
დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული
წინასაექსტრადიციო პროცედურები.
მასალის გამოყენების პირობები