შსს-მ ბუქარესტის ინტერპოლის მიერ ძებნილი დააკავა

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თურქეთიდან საქართველოში შემოსვლისას, ბუქარესტის ინტერპოლის მიერ 2016 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1968 წელს დაბადებული ვ. ა. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ვ. ა.-ს ბრალი ედება რუმინეთის საბაჟო კოდექსის 272-ე და 273-ე მუხლებით, ასევე, რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსის 289-ე და 290-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც კრიმინალური ორგანიზაციის ან საზოგადოების წევრობას, საქონლის კონტრაბანდას, საქონლის წარდგენისას ყალბი დოკუმენტების გამოყენებას, საქონლის გაყალბებას, ფულის გათეთრებას და კერძო წერილობითი ფორმით არსებული ხელშეკრულების გაყალბებას გულისხმობს.

დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.
| Print |
FaceBook Twitter Google