რა ქონებას ფლობს მოსამართლე რომან კუპატაძე
speqtri.ge თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას აგრძელებს. ამჯერად გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის რომან კუპატაძის ქონებასა და შემოსავლებს გაგაცნობთ. დეკლარაცია მიმდინარე წლის 29 თებერვალსაა შევსებული.

რომან კუპატაძის მფლობელობაშია საცხოვრებელი სახლი სოფელ წავკისში (ფართობი - 152.76 კვ.მ) და მიწის ნაკვეთი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში (ფართობი- 2927.00 კვ.მ).

მისი მეუღლის თეა პარუნაშვილის სახელზეა რეგისტრირებული სამი ბინა თბილისში და ორი ავტოფარეხი.
გასული წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, გაწეული სამუშაოსთვის რომან კუპატაძემ 52400 ლარი მიიღო. (იყო სს "ენერგო-პრო ჯორჯია სამართლებრივი ექსპერტიზის განყოფილების უფროსი.) გასულ წელსვე მას იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან სტიპენდიის სახით 1200 ლარი ჩაერიცხა.

მისი მეუღლე თეა პარუნაშვილი შპს "კრედოს" იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. მისმა შემოსავალმა გასულ წელს 38446.83 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის მიხედვით, 2015 წლის 29 ივნისს, რომან კუპატაძემ სახლი იყიდა და 72 000 აშშ დოლარი გადაიხადა. გასულ წელსვე რომან კუპატაძემ რემონტისთვის 42000 ლარი დახარჯა.


| Print |
FaceBook Twitter Google