ბარბარე მოლაშვილი საოპერაციოდ თურქეთში გადაიყვანეს [Video]
ერთი წლის ბარბარე მოლაშვილი, რომელსაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია სჭირდება, თურქეთში უკვე გადაიყვანეს.
აღნიშნულ  ინფორმაციას ფონდი "სიკეთის კვალი" ავრცელებს.

-"უფლის წყალობითა და კეთილი ადამიანების დახმარებით, შევძელით სპეცრეისი ჩამოგვეყვანა და
ბავშვი თურქეთში ექიმების თანხლებით გადაგვეფრინა . ყველაფერი კარგად იქნება , ბარბარე იბრძვის გადარჩენისთვის, ის აუცილებლად იცოცხლებს. ინფორმაციას პერიოდულად გამოვაქვეყნებთ, როცა  მშობლები შეძლებენ მოგვაწოდონ ახალი ამბები."

აღნიშნულ ფონდში ბარაბარეს დასახმარებლად 80 000 ლარი გადაირიცხა. მისი მკურნალობისთვის თანხა ჯანდაცვის სამინისტრომაც გაიღო.
ცნობისთვის, მოლაშვილების ოჯახი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ცხოვრობს.


| Print |
FaceBook Twitter Google