ბარბარე მოლაშვილის ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია წარმატებით დასრულდა
თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, ერთი წლის ბარბარე მოლაშვილისთვის ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ცოტა ხნის წინ წარმატებით დასრულდა.
-"დედამ გადაუნერგა ღვიძლი და მეორედ აჩუქა პატარა ანგელოზს სიცოცხლე , უფლის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ამ დროისთვის ბავშვიც და დედაც სტაბილურად არიან , იმყოფებიან რეანიმაციაში."- აცხადებენ ფონდ "სიკეთის კვალში"

ერთი წლის ბარბარე მოლაშვილი, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდებოდა ღვიძლის გადანერგვა, თურქეთში  ექიმების თანხლებით გუშინ გადაიყვანეს.

ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 40 ათასი დოლარი ჩარიცხა, დანარჩენი თანხა მოსახლეობის აქტიურობით შეგროვდა. ოპერაციისთვის  126 ათასი აშშ დოლარი იყო საჭირო.
| Print |
FaceBook Twitter Google