თელავის უნივერსიტეტში სტატუსი 200-მდე სტუდენტს შეუჩერდა
2015-2016 სასწავლო წელს, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსი  200-მდე სტუდენტს შეუჩერდა.
- "აქედან ყველა არ იყო ფინანსური პრობლემით გამოწვეული. ზოგი გაცვლითი პროგრამით წავიდა საზღვარგარეთ, ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ა.შ. ამ დროისთვის ფინანური დავალიანება რამდენ სტუდენტს აქვს ვერ გეტყვით, რადგან ბავშვებს თანხის შემოტანა იანვრის დასაწყისამდე შეუძლიათ."- აღნიშნა speqtri.ge-სთან თესაუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო კახაშვილმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 278 აბიტურიენტი ჩაირიცხა. 2014 წელს ეს რიცხვი 179-ს შეადგენდა, გასულ წელს კი 230-ს.

| Print |
FaceBook Twitter Google