საავტომობილო გზების დეპარტამენტში კახეთში ახალი გზების
მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური
პროექტის დოკუმენტების მოსამზადებლად ფინანსური წინადადებები გაიხსნა.
პროექტირების დასრულების შემდეგ თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის
მიმართულებით 80 კილომეტრიანი, წნორი-ლაგოდეხის მიმართულებით კი 40
კილომეტრიანი გზა აშენდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის, სივრცითი
მოწყობის შემადგენელი მონაკვეთების, თბილისი-ბაკურციხისა და
წნორი-ლაგოდეხის გზებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების
დოკუმენტი, ხოლო თბილისი-საგარეჯოსა და საგარეჯო-ბაკურციხის
გზებისთვის დეტალური პროექტის დოკუმენტი მომზადდება.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, აღნიშნული
გზები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის,
4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების ქვეყნის სივრცითი
განვითარების ნაწილია.
საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები