გურჯაანის ანსამბლმა "ხარებამ“ საერთაშორისო ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა
გურჯაანის ანსამბლმა "ხარებამ“, 24 დეკემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე პირველი ადგილი აიღო.
ღონისძებაში რვა ქვეყნის ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

-“ფესტივალი მიზნად ისახავდა სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული მომღერლების დამეგობრებას. ჩვენმა ანსამბლმა პირველი ადგილი მოიპოვა, გადმოგვცეს თასი, დაგვაჯილდოეს დიპლომებითა და მედლებით. სიმართლე გითხრათ, პირველ ადგილს არ ველოდით. ეს წარმატება მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ერთგვარი სტიმულიცაა.“- აღნიშნა ანსამბლის წევრმა უჩა ვალიშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google