"პროფესიული განვითარების შესაძლებლობები"- ტრენინგი თელავში
ინტერნიუსი-საქართველოს ორგანიზებით, თელავში მოეწყობა ლექცია-ტრენინგი თემაზე "ახალგაზრდების განათლება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები“.
ღონისძიება 28 იანვარს, კაფე "მარლეტაში" გაიმართება (მისამართი-ბაგრატიონის ქუჩა #13.)

-"ვიწვევთ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსა და ბაკალავრებს. რაოდენობა შეზღუდულია, 20 ადამიანი უნდა ესწრებოდეს ტრენინგს. მსურველებს შეუძლიათ მოგვწერონ ფეისბუქ-გვერდზე, ან იმეილზე გამოაგზავნონ შეტყობინება. საჭირო არ არის არც cv და არც რეზიუმე, პირველი ვინც მოგვწერს ისინი შეირჩევიან. ტრენინგის ხანგრძლივობა ხუთი საათია"- აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა შორენა ქოჩიაშვილმა.

მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა წერილი/ შეტყობინება 2017 წლის 25 იანვრის 18:00 საათამდე უნდა გააგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it , ან ფეისბუქის გვერდზე Internews Georgia.

შეხვედრაზე განიხილავენ განათლებისა და ახალგაზრდების პროფესიული განვითარების პრობლემებს, მონაწილეები გაეცნობიან საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.

ლექცია - ტრენინგს ჩაატარებენ განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ აფხაზავა და საერთაშორისო განათლების ცენტრის პროგრამების ხელმძღვანელი და Education USA-ს მრჩეველი დალი ხომერიკი.
ტრენინგი 28 იანვარს, 12:00-დან 16:00 საათამდე გაგრძელდება.







| Print |
FaceBook Twitter Google