გურჯაანის სასამართლომ ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული მოწმე გაათავისუფლა
გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ, ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული მოწმე გია რუაძე გაათავისუფლა და საქმე პროკურატურას დაუბრუნა.
-" სასამართლოში ვცდილობდი დამემტკიცებინდა, რომ გია რუაძე არ უნდა ყოფილიყო პატიმრობაში და მის მიმართ გამოყენებული ზომები უკანონო იყო. მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე გამოიჩინა საქმისადმი ობიექტური დამოკიდებულება, სწორად შეაფასა  არსებული გარემოებები და გია რუაძე გაათავისუფლა პატიმრობიდან. ამ ეტაპზე საქმე არ დამთავრებულა და ის პროკურატურას დაუბრუნდა."- განუცხადა speqtri.ge-ს გია რუაძის ადვოკატმა ირაკლი უტიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პროკურატურასა და გია რუაძეს შორის გაფორმდება განრიდების ხელშეკრულება, რაც მიზნად ისახავს მასზე გარკვეულ ზედამხედველობასა და კონტროლს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში.

ცნობისთვის, გია რუაძე მოწმედ დაიკითხა ომარ ცისკარაშვილის საქმეზე. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ომარ ცისკარაშვილმა 2016 წლის 11 მაისს, ღამით, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება გია რუაძეს სწორედ ამ საქმეში მიცემულ სხვადასხვა ჩვენებას ედავება.

ამავე თემაზე:

გურჯაანის სასამართლომ 19 წლის მოწმე პატიმრობაში დატოვა


გურჯაანის სასამართლომ მოწმეს პატიმრობა შეუფარდა

პოლიციელების მიერ მოწმის შესაძლო ცემის ფაქტს გურჯაანის პროკურატურა სწავლობს

| Print |
FaceBook Twitter Google