საქართველო ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
მიმდინარე წელს თბილისი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირი 11-17 ივნისს ოლიმპიური პარკის სპორტულ კომპლექსში გაიმართება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩემპიონატი 6 დღე გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ევროპის 45-მდე ქვეყნის 400-მდე მოფარიკავე ჩამოვა.

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 24 სპორტსმენით წარსდგება. ჩემპიონატზე მედლები გათამაშდება მამაკაცთა და ქალთა შორის როგორც ინდივიდუალუარ, ასევე გუნდურ სახეობებში - დაშნაში, ხმალსა და რაპირაში.



| Print |
FaceBook Twitter Google