ვეჯინსა და გურჯაანში ქარმა ხეები მოგლიჯა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში ხე წაიქცა. შემთხვევის შედეგად ეკლესია მცირედით დაზიანდა.


ძლიერი ქარის გამო, ხე დაეცა გურჯაანში, რუსთაველის ქუჩა #22-ში მდებარე სამსართულიან კორპუსს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბინის მცხოვრებლების თქმით, მათ  სამაშველო სამსახური გამოიძახეს, თუმცა პრობლემა ამ დრომდე არ გადაჭრილა. ხე კვლავ სახურავშია გაჭედილი.


| Print |
FaceBook Twitter Google