მძღოლი, რომელმაც ჯიმითში მეოთხე კლასელი გოგონა იმსხვერპლა ჯერ არ დაუკავებიათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლის ვინაობა, რომელმაც დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში მეოთხე კლასის მოსწავლე გოგონა იმსხვერპლა, დადგენილია.

მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და სამართალდამცველებს ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ. დანიშნულია ექსპერტიზა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღნიშნული ქმედება  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.




| Print |
FaceBook Twitter Google