"ღამე მუზეუმში"- აქციას კახეთიც უერთდება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 27 მაისს, აქცია - "ღამე მუზეუმში“ მოეწყობა. ამ დღეს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს.

აქციას კახეთიც უერთდება. ღონისძებაში ჩაერთვება:

- მირზაანში მდებარე ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი;
- გრემის მუზეუმი;
- ახმეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;
- რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი;
-პანკისის ხეობის ეთნოგრაფიული მუზეუმი;
-სიღნაღის მუზეუმი;
-ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი,
-დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;
-საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;
-სიღნაღში- სანდრო მირიანაშვილისა და ვანო სარაჯიშვილის მუზეუმი,
-ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;
- ვაჩნაძანში- გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი;

აქციას „ღამე მუზეუმში“ -  2005 წელს ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში რეგულარულად ტარდება.





| Print |
FaceBook Twitter Google