საატესტატო გამოცდებზე ზღვარი 11 ათასმა მოსწავლემ ვერ გადალახა
საატესტატო გამოცდებზე საჭირო ზღვარი 11 ათასმა მოსწავლემ ვერ გადალახა. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"დაახლოებით, 11 000 მოსწავლეა, რომლებმაც ვერ გადალახეს საატესტატო გამოცდების ზღვარი. ტექნიკური საგნები ცოტა უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე ჰუმანიტარული. პერიოდულად ისმის ჩივილი, რომ გამოცდის შინაარსი პროგრამას არ ემთხვეოდა, რაც ასე არ არის. ხშირ შემთხვევაში იგულისხმება, რომ მოსწავლეს შეიძლება ასეთი მაგალითი არ გაუკეთებია. კომპიუტერით ადაპტირებული გამოცდა იმას გულისხმობს, რომ ზუსტად სტანდარტული ამოცანებით კი არ მიდის პროცესი, არამედ ვამოწმებთ, რამდენად შეუძლიათ ცოდნის გამოყენება. ანუ რამდენად რეალურად შეუძლია ამოხსნას მაგალითები, მაგალითად, მათემატიკაში, ან სხვა საგნებში", - განაცხადა მან.

ცნობისტის, საატესტატო გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყო და 24 მაისს დაიმთავრდა. გამოცდები 1500-ზე მეტ სკოლაში ჩატარდა და მონაწილეობა 47 ათასზე მეტმა მეთორმეტე კლასელმა მიიღო.

| Print |
FaceBook Twitter Google