"სპორტი ბარიერების გარეშე“- გურჯაანელი სპორტსმენების წარმატება
ყვარელში, ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, ტარდება ფესტივალი „სპორტი ბარიერების გარეშე.“
შეჯიბრი 14-დან 16 წლის ასაკის მოზარდებში სპორტის ოთხ სახეობაში იმართება- მინი ფეხბურთი, სპრინტი, ჭადრაკი და ქუჩის კალათბურთი.

-„ ჯერ ჩვენ ჩავატარეთ შიდა მუნიციპალური თამაშები და გამოვავლინეთ გამარჯვებულები. გუშინ შეჯიბრი ჩატარდა სპრინტსა და მინი ფეხბურთში. გურჯაანელი სპორტსმენებისთვის დღე სრული ტრიუმფით დასრულდა. მინი ფეხბურთში გამარჯვება იზეიმა გურჯაანის #2 საჯარო სკოლის გუნდმა, სპრინტში, გოგონებში, ამავე სკოლის მოსწავლე სალომე კვეზერელმა იმარჯვა და ვაჟებში მესამე საჯარო სკოლიდან ლუკა ნაყეურმა გაიმარჯვა.“- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა იზა თერგიაშვილმა.

დღეს კალათბურთში ახაშნის საჯარო სკოლის გუნდი იასპარეზებს, ჭადრაკში კი გურჯაანის #4 საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ჭყოიძე და ბაკურციხიდან -ილია ბედინაშვილი.

გამარვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან. ისინი 27 ივნისიდან -2 ივლისის ჩათვლით, ანაკლიაში გამართულ რესპუბლიკურ პირველობაში მიიღებენ მონაწილეობას.

| Print |
FaceBook Twitter Google