სტიქია საგარეჯოში
რამდენიმე წუთის წინ სტიქია იყო ქალაქ საგარეჯოსა და სოფელ გიორგიწმინდაში. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ხეივნები და ერთწლიანი კულტურები დააზიანა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ დაიტბორა ცენტრალური მაგისტრალიც, თუმცა მოძრაობა არ შეფერხებულა.

"რაც მთავარია, არავისი სახლი არ დაზიანებულა. გამოსულები ვართ და ადგილზე ვმუშაობთ. მინდა გითხრათ, რომ დახმარების თხოვნით არც  112-ში დაურეკავს ვინმეს. "- აღნიშნა speqtri.ge-სთან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google