გურჯაანში ნასვამი პოლიციელი 1700 ლარით დააჯარიმეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლის ზ.ს.-ს საქმეს გენერალური ინსპექცია სწავლობს.
როგორც კონფიდენციალურმა წყარომ speqtri.ge-ს განუცხადა, ის დაახლოებით ორი კვირის წინ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სხვის კუთვნილ ავტომანქანა X5-ს მართავდა, რა დროსაც გურჯაანში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს. მისივე ცნობით, სამართალდამცველს მართვის მოწმობა საერთოდ არ გააჩნია. ზ.ს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, 1700 ლარით დააჯარიმეს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google