სოფელ კარდენახში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში თიბისი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.

რა თანხაა, წაღებული, უცნობია.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google