ვინ გახდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის თასის მფლობელი
25 ივნისს, გურჯაანის დავით ყიფიანის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე მინი ფეხბურთში მუნიციპალიტეტის თასისთვის ორგანიზაციებს შორის შეჯიბრი გაიმართა.
მონაწილეობა სულ 16-მა გუნდმა მიიღო.

პირველ ადგილზე გავიდა და შესაბამისად მუნიციპალიტეტის თასის მფლობელი გახდა გურჯაანის ღვინის კომპანიის გუნდი "გურჯაანი 1929", მეორე ადგილი შ.პ.ს "დივაკო"-მ დაიკავა, ხოლო მესამე შ.პ.ს "მეგაკო 2"-მა.

გამარჯვებულ გუნდებს მედლები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

| Print |
FaceBook Twitter Google