თელავში ალექსანდრე მეტრეველის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს
თელავში, ალექსანდრე მეტრეველის სახელობის ტურნირი დაიწყო, სადაც  ქართველმა ჩოგბურთელებმა უკვე იასპარეზეს. გამარჯვება წყვილში ზურაბ ტყემალაძემ და მიშა კვანტალიანმა მოიპოვეს.
ნანა კენჭიაშვილმა კი რუსი მოწინააღმდეგე დაამარცხა.

ტურნირი ყოველ წელს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის და საქართველოს ჩოგბურთის ფეედერაციის ეგიდით იმართება.

მასში მონაწილეობას 18 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები იღებენ. ერთეულთა თანრიგში 32 მოთამაშეა, ხოლო წყვილთა ბადეში 16 სპორტსმენი მონაწილეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google