"ენერგო პრო" კახეთში ქსელის რეაბილიტაციას გეგმავს
როგორც ცნობილია, კახეთის ენერგოდისტრიბუცია „ენერგო პრომ“  დაახლოებით 22 მილიონ ლარად შეიძინა. Speqtri.ge დაინტერესდა, გეგმავს თუ არა ახალი მფლობელი კახეთში ქსელის რეაბილიტაციას და იმ ხარვეზების გამოსწორებას, რაც წლების მანძილზე გაკოტრების რეჟიმში მყოფ კომპანიას ჰქონდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენელს ავთანდილ დვალიშვილს ვესაუბრეთ.

-"ენერგო პრო ჯორჯიამ" 13 მილიონი ლარი სესხად აიღო თიბისი ბანკიდან. კომპანია 22 მილიონ ლარად შევიძინეთ. აღებული სესხიდან ნაწილი თანხა არსებული ქსელის რეაბილიტაციას მოხმარდება. ჯერჯერობით ეს არის, რაც შემიძლია გითხრათ. კომპანია არ გადმოგვცემია, გარკეული პროცედურებია გასავლელი და გეგმებზე მომავალში ვისაუბრებთ."

ცნობისთვის, კახეთის ენერგოდისტრიბუცია აუქციონზე გუშინ გაიყიდა. "ენერგო პრო ჯორჯია" კი ერთადერთი მონაწილე იყო.

| Print |
FaceBook Twitter Google