"ქართული ოცნება" კანდიდატებს 25 აგვისტოდან წარადგენს
"ქართული ოცნება“ თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საკრებულოების წევრების, თავმჯდომარისა და მერობის კანდიდატების წარდგენას 25 აგვისტოდან დაიწყებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სია იქნება განახლებული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითმართველობებში დასაქმებულთა შემადგენლობა სრულად შეიცვლება.

„მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება, თუმცა ასევე გვეყოლება კანდიდატები, რომელიც ბოლო წლებში ადგილობრივ ხელისუფლებაში თავიანთ მოვალეობებს ასრულებდნენ,“ – განაცხადა კობახიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google