პირველიდან მეექვსე კლასამდე სახელმძღვანელოები მიმდინარე წელს არ შეიცვლება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებთ,  სახელმძღვანელოების შეცვლის გეგმამ ერთი წლით გადაიწია.
ამის შესახებ მან პროექტ „ჩვენი სკოლა 2020“-ის პრეზენტაციაზე  განაცხადა.

"გეგმაში გვქონდა, რომ პირველიდან მეექვსე კლასამდე სახელმძღვანელოები შეგვეცვალა, მაგრამ ამ გეგმამ ერთი წლით გადაიწია. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ პედაგოგებს ჰქონდეთ უფრო მეტი დრო, რათა გაეცნონ ახალ სახელმძღვანელოებს. სექტემბერში გვექნება ახალი სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალისტებს ექნებათ დრო, რომ გაეცნონ ამ სიახლეებს. თუ რამე შენიშვნები ექნებათ, შემდეგ ჩვენ და გამომცემლებს შესაძლებლობა მოგვეცემა შევიტანოთ ცვლილებები“,- აღნიშნა მინისტრმა.
| Print |
FaceBook Twitter Google