სექტემბრიდან სკოლებში ვაშლის დარიგება დაიწყება
2017-2018 ახალი სასწავლო წლის სექტემბრიდან, ყველა იმ სკოლაში, სადაც 1000–ზე მეტი ბავშვი სწავლობს, კვირაში ერთხელ მოსწავლეებისთვის ვაშლები დარიგდება.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„სექტემბრიდან კვირაში ერთხელ თბილისის ათასზე მეტბავშვიან სკოლებში ვიწყებთ ვაშლების დარიგების კამპანიას. აღნიშნული პროექტის მიზანი, რომელიც ვაშლების დარიგებას ეხება ის არის, რომ შემდგომ თავად მშობლებმაც გამოატანონ სახლიდან ბავშვებს, რაც თავის მხრივ ისევ ბავშვების ჯანსაღი კვებისთვის კეთდება. რეალურად, ამის ორგანიზება საკმაოდ რთულია, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია და გვსურს, რომ განვახორციელოთ ეს სურვილი. ეს კამპანია დაახლოებით 40 ათასიდან 60 ათასამდე ბავშვს შეეხება, საკმაოდ რთული და ძვირი პროექტი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ პროცესში, ალბათ, მანდატურებსაც ჩავრთავთ და შესაძლოა მათ დაურიგონ ბავშვებს ვაშლები“, – აღნიშნა მინისტრმა.


| Print |
FaceBook Twitter Google