სიღნაღში მიუსაფარი ძაღლების მომვლელი ქალი სცემეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის  მიმდაბარე ტერიტორიაზე, მიუსაფარი ძაღლების მომვლელი, 42 წლის მატილდა მირზოევა სცემეს.
შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა, როდესაც ის ქალაქის ცენტრიდან უპატრონო ძაღლის სახლში წაყვანას ცდილობდა. მას ახალგაზრდა მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც speqtri.ge- შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციითვე, მატილდა მირზოევას ექსპერტიზა დღეს ჩაუტარდება.


| Print |
FaceBook Twitter Google