გურჯაანში ინგლისური ენის შემსწავლელი აკადემია გაიხსნა
გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ინგლისური ენის შემსწავლელ აკადემიაში- „ბილინგვა“, მსურველთა საბუთების მიღება უკვე მიმდინარეობს. სწავლა დაახლოებით სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება.
-„სულ რამდენიმე დღეა, რაც მსურველებისთვის კარი გავაღეთ. ვიღებთ ყველა ასაკის ადამიანს, 6 წლიდან ზევით. გაკეთდება ინტერესზე მორგებული ჯგუფები. ენას იმის მიხედვით შეისწავლიან, თუ რისთვის სჭრდებათ, თავისი ბიზნესის განვითარებისა თუ სხვა კომუნიკაციისთვის. სკოლის მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძებებს ვგეგმავთ. ბავშვები ჩვენი ბიბლიოთეკით ისარგებლებენ, ასევე მათ ვესაუბრებით ხელოვნების სხვადასხვა დარგზე, გვექნება ფილმის დღეებიც. მოსწავლე, რომელიც მთელი წელი ივლის ჩვენთან, ნიშნავს იმას, რომ ორ დონეს მაინც გაივლის. წლის ბოლოს, მათ შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემათ. ყველაზე წარჩინებულ მსმენელს გადახდილი თანხის ნახევარი უკან დაუბრუნდება.“- აღნიშნა speqtri.ge-სთან საუბარში პროფესორმა შორენა კობახიძემ.

მისივე ინფორმაციით, ცოდნის შესაბამისად, ერთი ჯგუფი მაქსიმუმ ცხრა ადამიანით დაკომპლექტდება. აბიტურიენტების შემთხვევაში კი- ოთხით.
| Print |
FaceBook Twitter Google