ბატონის ციხის რეაბილიტაცია "ერეკლეობისთვის" ვერ დასრულდება
ბატონის ციხის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება "ერეკლეობის" დღესასწაულისთვის ვერ მოხერხდება. ისტორიული მუზეუმის დირექტორის გურამ ურჩუხიშვილის ინფორმაციით, სამუშაოების დიდი ნაწილი მუკვე დასრულებულია.
მისივე ცნობით, ამ დროისთვის იმ შენობის შიდა სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც გალერეა, ფონდსაცავი და მუზეუმი უნდა განთავსდეს.

-"ექსპოზიციების განლაგებას გარკვეული დრო სჭირდება. სამუშაოების მასშტაბურობიდან გამომდინარე მუზეუმის გახსნა ერეკლეობისთვის ალბათ ვერ მოესწრება და კომპლესის პრეზენტაცია წლის ბოლოს გაიმართება."-აღნიშნა გურამ ურჩუხიშვილმა.

პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება დაახლოებით შვიდი მილიონი ლარია.


| Print |
FaceBook Twitter Google