ყვარელში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტი გაიხსნა
კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს და სიღნაღის შემდეგ მორიგი
ბიოუსაფრთხოების პუნქტი ყვარელში გაიხსნა.
პუნქტი ბეტონის საფარით მოწყობილი შემოღობილი ტერიტორიაა, სადაც 3
000-მდე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის დეზინფექცია, გაბანება და
პარაზიტებზე დამუშავება ხდება.
პროექტით გათვალისწინებული პუნქტების მოწყობს მიზანი პირუტყვთა
გადასარეკ ტრასებზე, ინფექციების გადატანა-გავრცელების თავიდან
აცილებას.
ქვეყნის მასშტაბით სულ ცხოველთა გადასარეკი რვა ტრასის
ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყება იგეგმება. ამ ეტაპზე პუნქტები
დედოფლისწყაროში, სიღნაღში, ყვარელში, მარნეულსა და რუსთავში
ფუნქციონირებს.
ყვარელში.
მასალის გამოყენების პირობები