"კულტურათაშორისი დიალოგები"- საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თელავის უნივერსიტეტში
27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-,,კულტურათაშორისი დიალოგები" ჩატარდა.
მასში მონაწილეობას საქართველოს, იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის, იაპონიის, აშშ-ს, თურქეთის, უკრაინის, და მსოფლიოს სხვა წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები იღებდნენ.

კონფერენცია რექტორის მოადგილემ, ნუნუ გელდიაშვილმა, გახსნა. მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა, კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსმა, ვალერიან გობრონიძემ მიმართეს. გამომსვლელებმა საერთაშორისო კონფერენციის ამოცანებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მოგვიანებით, კონფერენციის მუშაობამ, სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით, სექციებში გადაინაცვლა. საკონფერენციო პროგრამა კახეთის რეგიონის გაცნობას და სხვა კულტურულ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

კონფერენცია მიზნად ისახავს ქართველ და უცხოელ მეცნიერთა დაახლოებას, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია/დამკვიდრებას, თანამშრომლობას, მეცნიერების ამა თუ იმ დარგის განვითარება/პოპულარიზაციას და მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას.


| Print |
FaceBook Twitter Google