ტრენინგი ბავშვთა უფლებების შესახებ ჯოყოლოს საჯარო სკოლაში
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლაში, "სამოქალაქო განათლებისა და განვითარების ცენტრმა" პედაგოგებსითვის და მოსწავლეებისთვის ტრენინგი გამართა.
-"პროექტის მიზანია ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობის წარმომადგენელთა თემში ბავშვთა უფლებებსა და ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება. შეხვედრაზე განვიხილეთ ბავშვთა უფლებების კონვენცია, UNICEF-ის შექმნის ისტორია და ბავშვთა ცნება, რა აქცევს ბავშვს მოძალადედ. მოზარდებმა თითქმის არ იციან თავიანთი უფლებები, ამიტომ მნიშვნელოვნად მიგვაჩვნია მათი ცნობიერების გაზრდა ამ საკითხებთან დაკავშირებით. მსგავსი შეხვედრები დაეხმარება ბავშვებს, რომ მათი ცხოვრება უფრო მეგობრული გახდეს.“ - აღნიშნა "სამოქალაქო განათლებისა და განვითარების ცენტრის" დირექტორმა ლელა გოგიჩაიშვილმა.

11 ნოემბერს, ამავე პროექტის ფარგლებში მსგავსი შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლაშიც გაიმართება.






| Print |
FaceBook Twitter Google