სოფელ ბაკურციხეში ეკლესიის ნანგრევებს მიაკვლიეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით მართლმადიდებლური ეკლესიის ნანგრევებს მიაკვლიეს.
ძეგლთა დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის ვარაუდით, ტაძარი შუა საუკუნეების მიჯნაზეა აშენებული.

-„უნდა მივმართოთ ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რათა ჩამოვიდნენ სპეციალისტები და დეტალური გამოკვლევა მოხდეს, შემდეგ კი აღდგენა პირვანდელი სახით. ეკლესია დარბაზული ტიპისაა და რიყის ქვითაა ნაშენი. ვისი სახელობისაა არ ვიცით. მნიშვნელოვანია იმით, რომ მეცნიერებისთვის სრულიად უცნობი ძეგლია. ჩემი ვარაუდით, ეკლესია შუა საუკუნეებში უნდა იყოს აშენებული, თუმცა ამას მეცნიერული შესწავლა სჭირდება.“

| Print |
FaceBook Twitter Google