დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია. აღნიშნულ ტერიტორიაზე ცეცხლი გუშინ საღამოს გავრცელდა და  დიდი ფართობი მოიცვა.
რამდენ ჰექტარზეა გავრცელებული ხანძარი, ამ ეტაპზე უცნობია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მონაწილეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google